ქობულეთი ერთიანი საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების მაჯისცემას გრძნობდა და განიცდიდა ისტორიის ყველა ეტაპზე. არ ყოფილა პერიოდი ამ მეტად საინტერესო გეოგრაფიულ რაიონით დაინტერესება არ ყოფილიყო.
აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია წერს: “პეტრამ იმდროინდელი დასავლეთ საქართველოს ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა. რამდენადმე მსგავსი თბილისი როლისა აღმოსავლეთ საქართველოსათვის”.
შუასაუკუნეებში თეთროსნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი ხდება.
მუზეუმის პირველადი ამოცანაა არა მარტო კოლექციების მოვლა–პატრონობა ,არამედ მათი პოპულარიზაცია. ყველა კვლევა, დოკუმენტი,სტანდარტი დაპრინციპი, რომელსაც სამუზეუმო გაერთიანებები და სხვა ოფიციალური საერთაშორისო ორგანოები აქვეყნებენ, მიმართულია კოლექციების ხელმისაწვდომობის გაზრდისაკენ.
სამუზეუმო საქმიანობა ითვალისწინებს არა მხოლოდ კოლექციების შეგროვებას,შესწავლასა და ეqsპონირებას,არამედ მისი მიზანია ეს კოლექციები ცნობილი გახდეს საზოგადოებისათვის,ყველა ასაკისა და განათლების ადამიანისათვის.
აუცილებელია, თითოეულმა თანამშრომელმა გააცნობიეროს მუზეუმის საზოგადოებრივი მნიშვნელობა და პირადი პასუხისმგებლობა
მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამა "მუზეუმი და სკოლა".
პროგრამა გათვალისწინებულია ზოგადსაგანმანათლებლო
სკოლის I - IV
კლასებისათვის.
მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამა "მუზეუმი და სკოლა". პროგრამა გათვალისწინებულია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის IV - VI კლასებისათვის.
მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამა "მუზეუმი და სკოლა". პროგრამა გათვალისწინებულია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის VI - VIII კლასებისათვის.
მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამა "მუზეუმი და სკოლა". პროგრამა გათვალისწინებულია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის IX - XII კლასებისათვის.