×

ქალის როლი საზოგადოებაში: აკვანის კულტურის პოპულარიზაცია ქობულეთში

Home / News / ქალის როლი საზოგადოებაში: აკვანის კულტურის პოპულარიზაცია ქობულეთში

ქალის როლი საზოგადოებაში: აკვანის კულტურის პოპულარიზაცია ქობულეთში

ქალის როლი საზოგადოებაში, - არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების პოპულარიზაცია.
2024 წელს, დაიწყო ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, ხინოწმინდის მამათა მონასტრის, ხინოწმინდის უხუცესთა საბჭოსა და ქობულეთის მუზეუმი -ს ერთობლივი კამპანია, რომელიც ემსახურება აკვანის - აღზრდის უძველესი ქართული კულტურის პოპულარიზაციას.
კამპანიის ფარგლებში ორგანიზატორებმა მოხალისე ოჯახებს საჩუქრად გადასცა აკვანი.
- არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით, წარმოდგენილი ღონისძიების ფარგლებში ქობულეთის მუზეუმმა უმასპინძლა სხვადასხვა პროფესიისა და შესაბამისი საქმიანობით გამორჩეულ ქალბატონებს.
დედები და ბებიები, ოჯახები სადაც მოცემულ დროს ახალშობილთა აღზრდა ხდება აკვანში,
- პოეზიითა და ლიტერატურული მოღვაწეობით გამორჩეული ქალბატონები,
- კულინარიისა და სხვადასხვა, მივიწყების პროცესში არსებული რეცეპტებისა და დესერტების დამზადების ოსტატი ქალბატონები,
- ღონისძიების დასასრულს გაიმართა ქობულეთელი ფერმწერი ქალბატონის პერსონალური გამოფენის გახსნა,
- ღონისძიების სტუმრებს ქობულეთის მუზეუმი გაუმასპიმძლდება აჭარული სამზარეულოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული დესერტებით,
- სტუმრებმა მუზეუმის საგამოფენო სივრცეში დაათვალიერეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დამზადებული აკვნების გამოფენა.