×

გამოჩენილი მეჩაიე, შრომის ვეტრანი გულნარა გოგიტიძის ფერწერული ტილო

Home / News / გამოჩენილი მეჩაიე, შრომის ვეტრანი გულნარა გოგიტიძის ფერწერული ტილო

გამოჩენილი მეჩაიე, შრომის ვეტრანი გულნარა გოგიტიძის ფერწერული ტილო

გასული საუკუნის 80-იანი წწ გამორჩეული სამეურნეო მუშაკის, შრომის ვეტერანის ქალბატონ გულნარა გოგიტიძის ფერწერული ტილო.
#ფერწერით_გადმოცემული_შრომა
ხუცუბნის თემის, ქვედა სამების კოლმეურნე, გამორჩენილი მეჩაიე, - საქართველოს უმაღლესი საბჭოს ორი მოწვევის დეპუტატი, საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გულნარა ხასანის ასული ვერულიძე-გოგიტიძისა.
#გამოჩენილი_მეჩაიე
#გულნარა_გოგიტიძე
გულნარა გოგიტიძე დაიბადა 1939 წლის 31 დეკემბერს ქალაქ ქობულეთში, ხასან ვერულიძის მრავალშვილიან ოჯახში. მშრომელთა ოჯახში, რვა დედმამიშვილი იზრდებოდა. შრომის სიყვარული და შრომითი საქმიანობა ახალგაზრდა კოლმეურნემ ყმაწვილ ქალობიდანვე დაიწყო. საშუალო განათლების შემდეგ სწავლა განაგრძო ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში.
სწავლის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა გოგონამ თავისი ცხოვრება დაუკავშირა სოფელ ხუცუბნის მკვიდრს რეზო ჯემალის ძე გოგიტიძეს. ამავე წლებიდან იწყება მისი აქტიური და და წარმატებული შრომით გამორჩეული საქმიანობა სოფელ ხუცუბნის კოლმეურნეობაში. .