×

კულტურის ისტორია

მთავარი / მუზეუმი / ექსპოზიცია / კულტურის ისტორია

დედასამშობლოსთან დაბრუნებით ახალი კულტურულ–საგანმანათლებლო ეტაპი დაიწყო ქობულეთელთა ცხოვრებაში. გამოჩენილ ქობულეთელთა ინტენსიურმა კავშირმა დედაქალაქთან , სისტემატიზაციაში მოიყვანა და სახალხო გახადა ქართულ გენში მიძინებული უკვდავი ხელოვნების დარგები. განსაკუთრებულად გამორჩეულია ცნობილი ქობულეთური ნადური სიმღერები. სამშობლოსთან სამ საუკუნოვანი განშორება, დაბრუნების სიხარული ჭარბობს ქობულეთელ სახალხო მთქმელთა სიტყვაში. XX ს. 20–იანი წ.წ თითქმის კულტურის ყველა დარგში ჩანან ქობულეთელები.