ხუცუბნის თემის, ქვედა სამების კოლმეურნე, გამორჩენილი მეჩაიე, - საქართველოს უმაღლესი საბჭოს ორი მოწვევის დეპუტატი, საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გულნარა ხასანის ასული ვერულიძე-გოგიტიძისა.
გულნარა გოგიტიძე დაიბადა 1939 წლის 31 დეკემბერს ქალაქ ქობულეთში, ხასან ვერულიძის მრავალშვილიან ოჯახში. მშრომელთა ოჯახში, რვა დედმამიშვილი იზრდებოდა. შრომის სიყვარული და შრომითი საქმიანობა ახალგაზრდა კოლმეურნემ ყმაწვილ ქალობიდანვე დაიწყო. საშუალო განათლების შემდეგ სწავლა განაგრძო ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში.
სწავლის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა გოგონამ თავისი ცხოვრება დაუკავშირა სოფელ ხუცუბნის მკვიდრს რეზო ჯემალის ძე გოგიტიძეს. ამავე წლებიდან იწყება მისი აქტიური და და წარმატებული შრომით გამორჩეული საქმიანობა სოფელ ხუცუბნის კოლმეურნეობაში. .