×

სამართლებრივი მექანიზმები და პედაგოგების როლი ძალადობის პრევენციაში: ტრენინგი ქუთაისში

მთავარი / სიახლეები / სამართლებრივი მექანიზმები და პედაგოგების როლი ძალადობის პრევენციაში: ტრენინგი ქუთაისში

სამართლებრივი მექანიზმები და პედაგოგების როლი ძალადობის პრევენციაში: ტრენინგი ქუთაისში

გენდერი, გენდერული ძალადობა, ძალადობის იდენტიფიკაცია, ბავშვთან კომუნიკაცია და რეფერირების ეტაპები, სამართლებრივი მექანიზმები და პედაგოგების როლი ძალადობის პრევენციაში, საერთაშორისო დოკუმენტები - ეს საკითხები განიხილეს ტრენინგზე, რომელიც ქუთაისში ჩატარდა პედაგოგებისთვის.
ტრენინგის მონაწილეები წარმოადგენდნენ 5 მუნიციპალიტეტს: სენაკი, წალენჯიხა, თერჯოლა, სამტრედია, ქობულეთი.
მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ სატრენინგო პროცესში, დისკუსიებში, ერთმანეთს გავუზიარეთ შეძენილი გამოცდილება.
აღსანიშნავია, რომ ტრენინგის მონაწილეთა შეფასებით, ტრენინგი ხელს შეუწყობს გენდერული სტერეოტიპების მსხვრევას და ძალადობის შემთხვევების პრევენციას ადრეული იდენტიფიცირების და ინტერვენციის მექანიზმებით.
მნიშვნელოვანია, რომ ტრენინგის შემდეგ შესაძლებლობა მოგვეცემა თითოეულ მონაწილეს სკოლებში დავნერგოთ გენდერული მიდგომები და აქტიურად ჩავერთოთ ძალადობის შემთხვევების გამოვლენის პროცესში.