×

ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ქობულეთის მუზეუმის მოკვლევის ჯგუფის წევრები გეგმაზომიერად ახორციელებენ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს მოქალაქეებთან.

მთავარი / სიახლეები / ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ქობულეთის მუზეუმის მოკვლევის ჯგუფის წევრები გეგმაზომიერად ახორციელებენ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს მოქალაქეებთან.

ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ქობულეთის მუზეუმის მოკვლევის ჯგუფის წევრები გეგმაზომიერად ახორციელებენ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს მოქალაქეებთან.

#სარიტუალო_საკულტო_ჭურჭლი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი სოფელ ბობიყვათში გენადი თამაზაშვილის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ახალი აღმოჩენის შესახებ მოგვმართა მუზეუმში.
#ჩვენი_ისტორია_და_კულტურა
სასიამოვნოა, რომ ჩვენი თანამემამულეები გულისხმიერად ეპყრობიან ძეგლების დაცვისა და პოპულარიზაციის საკითხს.
მოქალაქე გიორგი მგელაძემ ბობოყვათის ცენტრალურ გზაზე მდ. დეხვას მარჯვენა სანაპიროზე გზის დონიდან 2-2,5 მეტრით მაღლა წვიმის დროს ჩამოშლილ მასაში შენიშვნა კერამიკის ჭურჭელი. მისაბაძია ბატონი გიორგის მაგალით, რომ მან ინფორმაცია მიაწოდა სოფლის ხელმძღვანელს ბატონ გენადი თამაზაშვილს. ბატონმა გენადიმ ქობულეთის მუზეუმის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეთანხმებით, სპეციალური ფოტო ფიქსაციის შემდეგ გამოვლენილი ნივთი გადარჩენის მიზნით სიფლის ადმინსტრაციის შენობაში გადაიტანა.
Genadi Tamazashvili
Madona Basiladze
Tariel Verulidze
Temuri Nemsadze
Tamazi Shamilishvili
Bichiko Guntaishvili
ნუგზარი ჟორდანია
ნუგზარ ჟორდანია
დოქი/ კოკა - წარმოდგენილი ხასიათის ნივთიერი კულტურის ნიმუშე ქობულეთის მუზეუმისათვის სიახლეა. ამ დრომდე მსგავსი ჭურჭელი ჩვენთვის უცნობი იყო.
დორის სიმაღლეა 30 სმ. პირის ფორმა ძაბრისებურია და მისი დიამეტრი 13,5 სმ. შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ ხელი ორნამენტითაა დამშვენებული - სიმაღლე 8 სმ. სიგანე 4 სმ. ორნამენტში იკითხება ვერტიკალურად რკალისებრი ხაზები, რომელიც თავთავისებურია. კეცი აგურისფერია, შეიცავს მინარევებს. ძირის დიამეტრი 14 სმ. სამომავლოდ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან კონსულტაციის შემდეგ დაიგეგმება წარმოდგენილი ტერიტორიის გუკდასმით დაზვერვა. სასიხარულოა რომ მუზეუმის ჯგუფმა დოქის პირზე მომტვრეული ორი დეტალი იპოვა, რამაც პირის დიამეტრის განსაზღვრის შესაძლებლობა მოგვცა.
ბობოყვათის ახალი აღმოჩენა პირველადი მონაცემებით შუასაუკუნეებს უნდა განეკუთვნებოდეს და იქ საკულტო-სამეურნეო ან საცხოვრის არსებობაზე მიგვანიშნებდეს.