×

ზურაბობა

Home / News / ზურაბობა

ზურაბობა

#ზურაბ_გორგილაძის_სახლ_მუზეუმი
#მზადება_სახალხო_ზეიმისათვის
2023 წლის მაისში, ტრადიციულად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით, სოფელ გორგაძეებში, ჩვენი სახელოვანი პოეტის, ზურაბ გორგილაძის სახლ-მუზეუმში სახალხო ზეიმი "ზურაბობა" გაიმართება.
პანდემიის შემდგომი პერიოდისათვის წარმოდგენილი სახალხო ზეიმი თავისი მასშტაბითა და შინაარსიით უპრეცედენტოდ დიდი და საინტერესო იქნება.
ქობულეთის მუზეუმი -ს ადმინისტრაცია უშუალოდ ზურაბ გორგილაძის სახლ-მუზეუმის მენეჯმენტთან ერთად მართავს შემოქმედებით-საქმიან შეხვედრებს დაინტერესებულ მხარეებთან. - დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორს ქალბატონ თამარ მესხიძეს შევხვდით; გავუზიარეთ ერთმანეთს სახალხო ზეიმის ირგვლივ მოსაზრებები.