×

მარიამ (მარო) პაიჭაძის მემორიალური სახელობითი ფონდი

Главная / Новости / მარიამ (მარო) პაიჭაძის მემორიალური სახელობითი ფონდი

#კვალი_ნათელი

#ახალი_მასალები_ცეცხლაურუდან

#მარიამ_მარო_პაიჭაძე_1922_2022

მარიამ პაიჭაძე დაიბადა 1922 წლუს 15 აგვისტოს ვანის რაიონის სოფელ შუამთაში.

1952 წლიდა იგი საცხოვრებლად გადმოდის ქობულეთში, დაბა ოჩხამურში, აქვე დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა სოფელ ცეცხლაურის დაწყებით სკოლაში, სადაც ქართულ ენასა ლიტერატურას ასწავლიდა. მის სახელთანაა დაკავშირებული მრავალეროვან დაბაში ქართული ენის კარგად ცოდნა; უკრაინელები, რუსები, სომხები მარო მასწავლებლის დამსახურებით ფლობდნენ თავისუფლად ქართულ ენას.

2004 წელს დამსახურებული მასწავლებელი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო თავს ანებებს პედაგოგიურ საქმიანობას.

მარიამ (მარო) პაიჭაძე სიცოცხლის ბოლომდე აგრძელებდა ახალგაზრდა თაობის აღზრდა-განათლებას.

2022 წლის 13 მარტს, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია სოფელ ცეცხლაურში.

მასალები ცეცხლაურის #2 საჯარო სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით მოგვაწოდა ემზარ ბერიძემ.