×

ალამბრის ციხე

Home / News / ალამბრის ციხე

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ქობულეთის მუზეუმის ძეგლების მონიტორინგისა და გამოვლენის განყოფილებამ დაიწყო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მატერიალური კულტურის ძეგლების საზაფხულო ტურისტული სეზონისათვის ვიზიტორების მისაღებად მომზადება.

მიმდინარე კვირაში ტურისტული სეზონისათვის მოსამზადებელი ღონისძიებები მიმდინარეობდა ალამბრის ციხეზე.

ისტორიისათვის:

შუსაუკუნეების საფორტიფიკაციო ნაგებობა მდ. აჭყვას ხეობაში მარჯვენა სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბორცვზე მდებარეობს. ციხეს დანიშნულება გვიანი შუასაუკუნეების ჩათვლით არ დაუკარგას, ვიდრე სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ოსმალური მმართველობის დამყარებამდე. წარმოდგენილ პერიოდში ციხე ქობულეთის მმართველების თავად თავდგირიძეთა საკუთრებას წარმოადგენდა.

არქეოლოგიური თვალსაზრისით ციხე დღემდე შეუსწავლელია. პერიოდულად ციხის შესახებ კვლევები ეკუთვნის ქართველ ისტორიკოსებს.

დღეს ციხე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მფარველობის ქვეშ არის.