×

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები ქობულეთში

Главная / Новости / დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები ქობულეთში

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები ქობულეთში

მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა დამეგობრებული ქალაქებიდან მოწვეულ სტუმრებთან ერთად ყვავილებით შეამკეს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.

მოწვეულმა სტუმრებმა ასევე მოინახულეს მუზეუმი.

პეტრას ციხეზე დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში უმნიშვნელოვანეს მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომელიც  სიახლეს  მოუტანს ჩვენი ქალაქის მოსახლეობას, როგორც ტურიზმის განვითარების, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.

ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ საპატიო ქობულეთელები, რომლებსაც მადლობის სიგელები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ საპატიო ქობულეთელთაგან ერთ- ერთი ბატონი ნუგზარ ჟორდანია ჩვენი მუზეუმის თამანშრომელია.

თანამშრომლების სახელით ვულოცავთ ბატონ ნუგზარს მორიგ ცხოვრებისეულ წარმატებას.

საზეიმო ღონისძიებები პეტრას ციხიდან ცენტრალურ პარკში გაგრძელდა, სადაც სტუმრებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ტრადიციული კერძები და დესერტები.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები კონცერტით დასრულდა.