×

24 მაისს, ზურაბ გორგილაძის სახლ-მუზეუმში პოეტის ხსოვნისადმი მიძღვნილი სახალხო ზეიმი “ზურაბობა” გაიმართა.

Home / News / 24 მაისს, ზურაბ გორგილაძის სახლ-მუზეუმში პოეტის ხსოვნისადმი მიძღვნილი სახალხო ზეიმი “ზურაბობა” გაიმართა.

24 მაისს, ზურაბ გორგილაძის სახლ-მუზეუმში პოეტის ხსოვნისადმი მიძღვნილი სახალხო ზეიმი “ზურაბობა” გაიმართა.

 
ღონისძიებაზე აჭარის მთავრობისა და მწერალთა კავშირის წარმომადგენლები, პოეტის ოჯახის წევრები და მეგობრები იმყოფებოდნენ.
სახალხო ზეიმს ასევე დაესწრნენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები.
პოეტისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე სკოლის მოსწავლეებმა ზურაბ გორგილაძის ცნობილი ლექსები წაიკითხეს.
ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ კონკურსში გამოვლენილი გამარჯვებულები, რომლებიც შვიდი თვის განმავლობაში მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას.
“ზურაბობა” ქობულეთის მუზეუმის მხარდაჭერითა და პოეტის ოჯახის წევრების ჩართულობით ჩატარდა.