დღეს დასრულდა ოთარ კონცელიძის სახელობითი-მემორიალური ფონდის აღწერა.
უღრმესი მადლობა გაწეული დახმარების, მხარდაჭერისა და ქომაგობისათვის.
გამორჩეული მადლობა ოთარ კონცელიძის ქალიშვილებს ქალბატონ ქეთევან კონცელიძეს, ქალბატონ ნინო კონცელიძე-ჩოხელს, ქალბატონო ლეილა კონცელიძე-უტიაშვილს, ქალბატონ შორენა კონცელიძე- მენთეშაშვილს. ოჯახის შთამომავლებს, შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს.
კოლექციების აღწერაში მუზეუმის მოკვლევის სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობდა ქობულეთში პირველი მსოფლიო ომის გმირის მიხეილ ანდრიას ძე ზედგინიძის მემორიალური სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელი, მანუჩარ ზედგინიძე.
მალე, ქობულეთის მუზეუმში მოეწყობა სპეციალური საცავი, სადაც განთავსდება წარმოდგენილი მასალები. ხოლო დაინტერესებულ საზოგადოებას, მკვლევარებს მიეცემათ შესაძლებლობა გაეცნონ ოთარ კონცელიძის მასალებს.