მდ. აჭისწყალსა და მდინარე ციხიასწყალს შორის არსებულ ბორცვზე, შესართავთან ახლოს, ზღვის დონიდან 340 მ.–ის სიმაღლეზე მდებარებოს აჭის ციხე ანუ "ციხია" (ადგილობრივი მოსახლეობა ასე მოიხსენიებს ისტორიულ ძეგლს.
აჭის ციხეს ჩვენმა ექსპედიციამ (რ. ტაკიძე, უ. ოქროპირიძე, გ. ჩხარტიშვილი და ჩვენი მასპიძელი–გამცილებელი მ. ცეცხლაძე)მდ. აჭისწყლის ხეობიდან ჩრდილო–აღმოსავლეთი მხრიდან მიადგა.
– ციხე შეიძლება ითქვას, რომ განადგურებულია, რამდენადმე გადარჩენილი გალავნის (კედლის) ფრაგმენტული ნაწილებით თუ ვივარაუდებთ იგი ადრეული პერიოდის ძეგლს უნდა წარმოადგენდეს;
– დასავლეთ ნაწილი, სამხრეთიდან ჩრდილოეთით საგულდაგულოდ მოწყობილი პლათფორმებით (მოედნებით) სოლიდურ სამხედრო პუნქტს უნდა წარმოადგენდეს, სადაც განვიტარებული უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი პერიოდისათვის დამახასიათებელი საქალაქო ცხოვრება.
– ჩვენი ექსპედიციის მიზანი ამ დრომდე ციხის შესახებ გავრცელებული მოსაზრებების გადამოწმება და დამატებითი სიცხადის შეტანა იყო, რაც ვფიქრობ მეტ–ნაკლებად გამოგვივიდა. (დამატებითი ცნობები და დეტალური აღწერა ჩვენს სამომავლო გამოცემებში იქნება წარმოდგენილი).