×

2022 წლის აგვისტოდან მუშაობა დაიწყო ქობულეთის მუზეუმის, - არსებობის ისტორიაში

მთავარი / სიახლეები / 2022 წლის აგვისტოდან მუშაობა დაიწყო ქობულეთის მუზეუმის, - არსებობის ისტორიაში

2022 წლის აგვისტოდან მუშაობა დაიწყო ქობულეთის მუზეუმის, - არსებობის ისტორიაში

2022 წლის აგვისტოდან მუშაობა დაიწყო ქობულეთის მუზეუმის, - არსებობის ისტორიაში, საკუთარი რესურსებით განხორციელებულმა, - რიგით მეორე ერთობლივმა საერთაშორისო სამეცნიერო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. ექსპედიციის ხელმძღვანელია - აჭარის მუზეუმის მეცნიერ-მუშაკი გურამ ჩხატარაშვილი , ხოლო მოწვეული სპეციალისტია, უკრაინის მეცნიერებათა აკადემის მეცნიერ-მუშაკი ვალერი მანკო Valery Manko . ექსპედიციის წინა მოსამზადებელი სამუშაოების პროცესში ექსპედიციის წევრებმა მოინახულეს, სოფელ ქობულეთის გვიანმეზოლითურ - - ადრენეოლითური ძეგლიდან, რამდენიმე კილომეტრით მოშორებით, სოფელ ხუცუბანში, - ბერიძეების ისტორიულ მამულში, - შემთხვევითი წესით, გამოვლენილი მასალები; რომლის კვალდაკვალ ექსპედიციის წევრებმა აწარმოეს სადაზვერვო სამუშაოები. ახალი აღმოჩენა პირველმა, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააშუქა.