×

მუზეუმის სოც-არტის ნიმუშებით დაინტერესდა ცნობილი ფერმწერი, იმპრესიონისტი შალვა ფაჩოშვილი

მთავარი / სიახლეები / მუზეუმის სოც-არტის ნიმუშებით დაინტერესდა ცნობილი ფერმწერი, იმპრესიონისტი შალვა ფაჩოშვილი

მუზეუმის სოც-არტის ნიმუშებით დაინტერესდა ცნობილი ფერმწერი, იმპრესიონისტი შალვა ფაჩოშვილი

მიმდინარე წლის აგვისტოში შედგა ხელოვანისა და მუზეუმის პირველი ერთობლივი პროექტი. ქობულეთის მუზეუმის თანამედროვე ხელოვნების ფონდში სოლიდური რაოდენობის კოლექციებია დაცული სოც-არტის ნიმუშების. პირველი ნამუშევერი, იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი - სტალინის პორტრეტი, - რომელიც მუზეუმში შემოტანის დროს მეტად სავალალო მდგომარეობაში გახლდათ, - ბატონ შალვა ფაჩოშვილის შუამდგომლობით, - მეტ-ნაკლები სიზუსტით, რომელიც ემყარება პირველად შეფასებებს, - ივარაუდება, რომ ეკუთვნის რობერტ სტურუა (უფროსის) შემოქმედებას. სამომავლოდ დაიგეგმა ფესტივალ-პლენერის გამართვა ქობულეთში, რომელიც მოემსახურება არა მხოლოდ მუზეუმის თანამედროვე ხელოვნების ფონდში დაცული ნიმუშების კვლევას, არამედ დაგეგმილია შეიქმნას ქობულეთის საიმიჯო ფერწერული ნამუშევრები.