×

ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი საქართველოს მუნიციპალიტეტებს მასპინძლობს.

მთავარი / სიახლეები / ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი საქართველოს მუნიციპალიტეტებს მასპინძლობს.

ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი საქართველოს მუნიციპალიტეტებს მასპინძლობს.

- ეთნო-გამოფენა -14:00 სთ. - კონცერტი მუნიციპალიტეტების მონაწილეობით - 15:00 სთ. გამოფენაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტი წარმოდგენილია უნიკალური არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობით, კერძოდ სტუმრები გაეცნობიან ტრადიციულ ქობულეთულ სარიტუალო ტკბილეულ დესერტებს. იმპროვიზირებულია ტრადიციული "ქობულეთური სადილი" - ბაქლავა, შექელამა, ბურმე, სამოთხის ვაშლები ნეფე-პატარძლისათვის. მათ, შორის წარმოდგენილია ჩვენი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დესერტი "მაჯუნი"- ეთნო-კუთხეს ამშვენებს ყოფითი ჭურჭელი. სტუმრებს მოვუთხრობთ დესერტების წარმოშობის ისტორიას, მომზადების წესებს, ამავდროულად დაინტერესებული საზოგადოებას მიეცემა შესაძლებლობა დააგემოვნოს წარმოდგენილი ნიმუშები.