მთავარი / სიახლეები / დღეს 30 წელი შესრულდა ჩვენი სამშობლოს
დღეს 30 წელი შესრულდა ჩვენი სამშობლოს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან.
ამ დღეს ჩვენი სახელმწიფო აღნიშნავს ეროვნული ერთიანობისა და სამოქალაქო თანხმობის დღეს და ამავდროულად პატივს მივაგებთ სამშობლოსათვის დაღუპულ გმირებს.
1989 წლის 9 აპრილს ჩვენს დედაქალაქში დატრიალებულმა ტრაგედიამ ერთ მუშტად შეკრა ერი და ბერი. 1991 წლის 9 აპრილს კი აღსრულდა საუკუნოვანი ოცნება, ფრთები შეესხა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეას.
გაუმარჯოს დამოუკიდებელ, თავისუფალ, ერთიან საქართველოს!!!