×

გრძელდება შეხვედრები ქობულეთის ისტორიულ ოჯახებთან და გვარებთან.

მთავარი / სიახლეები / გრძელდება შეხვედრები ქობულეთის ისტორიულ ოჯახებთან და გვარებთან.

გრძელდება შეხვედრები ქობულეთის ისტორიულ ოჯახებთან და გვარებთან.

მუზეუმში გვეწვია გვიანი ფეოდალური პერიოდის ერთ-ერთი გამორჩეული გვარის - გოლომანიძეების წარმომადგენლები. ისტორიული ცნობებით გოლომანიძეები თანამედროვე სოფელ დაგვას, მიმდებარე ტერიტორიებზე და მდ. კინტრიშის ზემო წელის სოფლებში ფიქსირდება. გოლომანიძეების მცირე განშტოება ქედის რაიონის სოფელ კოკოტაურშია ასევე წარმოდგენილი, რომელთა მიგრაციაც მუჰაჯირობის პერიოდთან უნდა იყოს დაკავშირებული.

ჩვენი სტუმრები ბეჟან, ოსიკო და მამუკა გოლომანიძეები გახლდნენ. ვისაუბრეთ მუზეუმში გოლომანიძეების გვარის სახელობითი ფონდის შექმნის აუცილებლობაზე, სადაც თავს მოიყრის ყველა ნივთიერი, წერილობითი და ფოტო მასალა რომელიც დაცულია მათ ოჯახებში. იგეგმება გოლომანიძეების გვარის ისტორიის წიგნად გამოცემაც.