×

1 მარტიდან მუზეუმებმა საქმიანობა განაახლეს

მთავარი / სიახლეები / 1 მარტიდან მუზეუმებმა საქმიანობა განაახლეს

1 მარტიდან მუზეუმებმა საქმიანობა განაახლეს

სამუზეუმო სივრცეები და სახელოვნებო დაწესებულებები კულტურული ტურიზმით დაინტერესებულ ვიზიტორებს მომზადებული ხვდება.

სტუმრების მიღება არსებული რეგულაციების დაცვით ხდება.

მიმდინარე პერიოდში ქობულეთის მუზეუმში ️მუდმივმოქმედ ექსპოზიციებთან ერთად, ადგილზე მისულ დამთვალიერებელს მხატვარ ზაზა ცენტერაძის ნამუშევრების გამოფენა დახვდება, რომელიც მარტის შუა რიცხვებამდე იქნება წარმოდგენილი მუზეუმის პერიოდული გამოფენების დარბაზში.

სამი თვის განმავლობაში მუზეუმი დამთვალიერებელს უფასოდ უმასპინძლებს. სამომავლოდ კულტურული დაწესებულება ბევრ სიახლეს პირდება დამთვალიერებელს.

1 მარტს მუზეუმს ეწვია ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი ბატონი მირიან ქათამაძე და მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ქალბატონი ნათია ნიჟარაძე. მერიის ხელმძღვანელმა პირებმა მუზეუმის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ისაუბრეს არსებულ მდგომარეობაზე, სიახლეებზე. ბატონმა მირიანმა გამოთქვვა მზადყოფნა, რომ ყოველთვის მხარს დაუჭერს სიახლეებს, რომლებიც სამუზეუმო მიმართულებების განვითარებისათვის განხორციელდება, რაც სამომავლოდ სამუზეუმო ცხოვრების გააქტიურებას და ვიზიტორების გაზრდას შეუწყობს ხელს.