მთავარი / სიახლეები / მიმდინარე კვირაში ტურისტული სეზონისათვის მოსამზადებელი ღონისძიებების მეორე ეტაპი მიმდინარეობდა კინტრიშის ხეობის ხუცუბნის თემის, სოფელ სამებაში არსებულ შუასაუკუნეების ნასაყდრალზე და მიმდებარე ტერიტორიაზე
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ქობულეთის მუზეუმის ძეგლების მონიტორინგისა და გამოვლენის განყოფილებამ დაიწყო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მატერიალური კულტურის ძეგლების საზაფხულო ტურისტული სეზონისათვის ვიზიტორების მისაღებად მომზადება.
მიმდინარე კვირაში ტურისტული სეზონისათვის მოსამზადებელი ღონისძიებების მეორე ეტაპი მიმდინარეობდა კინტრიშის ხეობის ხუცუბნის თემის, სოფელ სამებაში არსებულ შუასაუკუნეების ნასაყდრალზე და მიმდებარე ტერიტორიაზე.
ისტორია: საყდარი მდ. კინტრიშის მარცხენა სანაპიროზე სოფელ ქვედა სამების ერთ-ერთ გაბატონებულ ბორცვზე მდებარეობს. ტაძარი ადგილობრივი რიყის ქვით კირ-დუღაბითაა ნაგები. კედლის წყობაში ფიქსირდება ბიზანტიური აგური. ძეგლზე ამ დრომდე არ ჩატარებულა არქეოლოგიური კვლევა-ძიება, თუ არ ჩავთვლით გარკვეულ წლებში მკვლევართა მიერ ფრაგმენტულ შესწავლა-დათვალიერებას. სამწუხაროდ ნატაძრალზე გამოვლენი მონეტები, რომელიც ადგილობრივმა მკვიდრებმა იპოვეს, გაურკვეველ ვიზთარებაში გაუჩინარდა.
ამ დრომდე ვიმედოვნებთ რომ მიკრორეგიონის ერთ-ერთ უხველესი სალოცავის ისტორიის შესწავლის საქმეში გამოიჩენენ გულისხმიერებას, რომ მოგვეცეს შესაძლებლობა მეტი საგულისხმო ინფორმაცია შევაგროვოთ უნიკალური ძეგლის შესახებ.