×

დაზვერვითი ექსპედიცია კინტრიშის ხეობაში

მთავარი / სიახლეები / დაზვერვითი ექსპედიცია კინტრიშის ხეობაში

დაზვერვითი ექსპედიცია კინტრიშის ხეობაში

სოფელ ცხემვანში არსებული მინერალური წყალი გამოირჩევა უნიკალური სამკურნალო თვისებებით. ჩვენი წინაპრები წყალს იყენებდნენ როგორც სასმელად, ასევე სამკურნალო აბაზანებისათვის.

ექსპედიციაში მონაწილეობდა ქობულეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის დირექტორის მოადგილე, გამოჩენილი ეთნოლოგი, ბატონი დავით სართანია.

ერთობლივ ექსპედიციას ხელმძღვანელობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ- მუშაკი ბატონი უჩა ოქროპირიძე.

ექსპედიციამ მოინახულა კინტრიშის ხეობის ჭეშმარიტად ღვთიური სიმდიდრე ცხემვანის მინერალური წყალი, ე.წ. ცხემვანის აბანოები.