×

დაზვერვითი ექსპედიცია კინტრიშის ხეობაში

მთავარი / სიახლეები / დაზვერვითი ექსპედიცია კინტრიშის ხეობაში

დაზვერვითი ექსპედიცია კინტრიშის ხეობაში

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჭახათის თემის სოფლების ვარჯანულსა და ტყემაკარავს შორის დამაკავშირებელი თაღიანი ხიდი თავისი მასშტაბურობით ერთადერთია მიკრორეგიონში.

ექსპედიციის მიმდინარეობის პარალელურად ქობულეთის მუზეუმის ძეგლების მონიტორინგისა და გამოვლენის განყოფილების წარმომადგენლებმა სარეველა მცენარეებისგსნ გააწმინდეს როგორც ხიდი ასევე მიმდებარე ტერიტორია. გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ როგორც ძეგლი, ასევე მიმდებარე ტერიტორია დამუშავდა ჰერბიციდებით.

ექსპედიციაში მონაწილეობდა ქობულეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის დირექტორის მოადგილე, გამოჩენილი ეთნოლოგი, ბატონი დავით სართანია.

ერთობლივ ექსპედიციას ხელმძღვანელობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ- მუშაკი ბატონი უჩა ოქროპირიძე.

ექსპედიციამ მოინახულა კინტრიშის ხეობის თაღიანი ხიდები.