მთავარი / სიახლეები / მიმდინარე კვირაში ტურისტული სეზონისათვის მოსამზადებელი ღონისძიებები მიმდინარეობდა სოფელ ზენითის მეგალითურ ძეგლზე, ელინისტური პერიოდის საწნახელთან.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ქობულეთის მუზეუმის ძეგლების მონიტორინგისა და გამოვლენის განყოფილებამ დაიწყო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მატერიალური კულტურის ძეგლების საზაფხულო ტურისტული სეზონისათვის ვიზიტორების მისაღებად მომზადება.
მიმდინარე კვირაში ტურისტული სეზონისათვის მოსამზადებელი ღონისძიებები მიმდინარეობდა სოფელ ზენითის მეგალითურ ძეგლზე, ელინისტური პერიოდის საწნახელთან.
ისტორიისათვის:
ელინისტური პერიოდის მეგალითური ძეგლი - ზენითის ქვაში ნაკვეთი საწნახელი მდებარეობს მდ. აჭყვას ხეობაში მარჯვენა შენაკადის უსახელო ღელეს მარჯვენა სანაპიროზე.
საბჭოთა პერიოდში საწნახელის შემოგარენი ციტრუსების მეურნეობის საკუთრებას წარმოადგენდა. აღნიშნული მეურნეობის წარმომადგენელთა მიერ მომხდარა ტერიტორიის დატერასება, რამაც გარკვეული წლების განმავლობაში გამოიწვია მეწყრული პროცესები, რასაც მოგვიანებით ძეგლის დაზიანება მოჰყვა.
ზენითის საწნახელი შესწავლა და პოპულარიზაცია უკავშირდება აწ განსვენებული ჩვენი თანამემამულის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტის, პროფესორ დავით ხახუტაიშვილის სახელს.
ამჟამად ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მფარველობის ქვეშ არის.
ინფორმაციისათვის: ადგილობრივთა გადმოცემით ამირან ათაბაძე (60 წ.) და რეზო მახარაძე (79 წ.) - საწნახელი ბევრად ღრმა და მრთელი ყოფილა, ბზარი მითავითვე ჰქონებია, თუმცა ის შეუნიშნავი იყო და დაწურული მასა მცირე ხვრელით საწნახელის ჯამში გროვდებოდა, საიდანაც შემდეგ გადაჰქონდათ დასაღვინებლად.
ამირან ათაბაძემ საწნახელის მიმდებარედ ქარაფოვან ფერდობზე გაველურებული ვაზის კუნძს მიაკვლია, ჩვენი მთხრობელის გადმოცემით ვაზი რამდენიმე ასწლეული, ათასწლეულის თუ არ უნდა ყოფილიყო. პასუხისმგებლიან მოქალაქეს ნახევრად გამხმარი კუნძიდან კვირტი აუღია. გახარებული ვაზი გამორჩეულად ძვირფასი ნაყოფის მომცემი აღმოჩნდა. ახლა ჯერი სპეციალისტებზეა, თუ რომელ მილევად და ამ დრომდე უცნობ სახეობას მიეკუთვნება, რადგან მისი ასაკი ვაზის ენდემურობაზე მიგვანიშნებს.