×

2020 წლიდან ქობულეთის მუზეუმმა დაიწყო ახალი მიმართულების განხორციელება

მთავარი / სიახლეები / 2020 წლიდან ქობულეთის მუზეუმმა დაიწყო ახალი მიმართულების განხორციელება

2020 წლიდან ქობულეთის მუზეუმმა დაიწყო ახალი მიმართულების განხორციელება

2020 წლიდან ქობულეთის მუზეუმმა დაიწყო ახალი მიმართულების განხორციელება, რომელიც მოიცავს ქობულეთის მუნიციპალიტეტის არსებული ძეგლების მონიტორინგისა და ახალი ზეგლების გამოვლენას. აღნიშნული კამპანია ხელს შეუწყობს მწვანე და ისტორიული ტურიზმის განვითარებას, მატერიალური და არამატერიალური კულტურული ნემკვიდრეობის ნიმუშების ინტერპრეტაციასა და პოპულარიზაციას. #ქობულეთისმუნიციპალიტეტისმერია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აჭარის ა.რ. განეთლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ძალისხმევით ა(ა)იპ ქობულეთის მუზეუმს გადმოეცა მაღალი გამავლობის ავტომობილი. ქობულეთის მუზეუმის თანამშრომლებისა და მემკვიდრეობის მხარდამჭერი მოქალაქეების თანამონაწილეობით მუზეუმის ბაზაზე მოქმედებს მობილური ჯგუფი. ქობულეთის მუზეუმის მეგობართა ჯგუფის დახმარებით (მოხერხდა საწვავით და სათანადო ინსტრუმენტებით მომარაგება); მიმდინარე წლის დასაწყისში მობილურმა ჯგუფმა განაახლა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მატერიალური კულტურის ძეგლების აღრიცხვა/ აღწერა. მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობის შედეგად წინასწარ მოხდა მუნიციპალიტეტის ისტორიული ხეობების მიხედვით სამიზნე მიმართულებების დარაიონება: 1. მდ. კინტრიშის ხეობა და მიმდებარე სოფლები; 2. მდ. კინკიშას და მდ. დეხვას ხეობები და მიმდებარე სოფლები; 3. მდ. ჩაქვისწყლის ხეობა და მიმდებარე სოფლები; 4. მდ. ჩოლოქისა და მდ. აჭყვას ხეობები და მიმდებარე სოფლები. 2020 წლის იანვარ- თებერვლის მონაცემებით ქობულეთის მუზეუმის მიერ განხორციელდა ოთხივე მიმართულებით როგორც მონიტორინგის მიზნით დათვალიერება, ასევე შემოსული ინფორმაციის საფუძველზე ახალი ძეგლების გამოფლენა დაფიქსირებაც. 2020 წლის აპრილში იგეგმება მონიტორინგის ჯგუფის სამ თვიანი მუშაობის პირველი ანგარიში.