×

ვაჟა ვერულიძეს საპატიო სიგელი გადაეცა

მთავარი / სიახლეები / ვაჟა ვერულიძეს საპატიო სიგელი გადაეცა

ვაჟა ვერულიძეს საპატიო სიგელი გადაეცა

სახვითი ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ვაჟა ვერულიძე საპატიო სიგელით დაჯილდოვდა. იგი ხელოვნებაში ახალი მიმდინარეობის ფუძემდებელია - ისპანის ტორფნარში ნამარხი ხის მასალაზე ქმნის სიურესლისტურ ნამუშევრებს. მიმდინარე წელს ვაჟა ვერულიძეს 80 წლის იუბილე შეუსრულდა. მისი ნამუშევრების სოლიდური კოლექცია ქობულეთის მუზეუმშია დაცულია. ხელოვანის უახლოესი ნამუშევრები გამოფენილია ქობულეთის სამხატვრო გალერიაში. ასევე ნამუშევრები წარმოდგენილია სხვადასხვა მუზეუმსა და სამხატვრო გალერეებში. სიგელი ხელოვანს, მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ გადასცა.