მთავარი / სიახლეები / „ორიგინალური ნაძვის ხე“- ამ სახელწოდების კონკურს მუზეუმი უკვე მე-5 წელია ატარებს
მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების განვითარების ამაღლების მიზნით, ქობულეთის მუზეუმი საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს. „ორიგინალური ნაძვის ხე“- ამ სახელწოდების კონკურს მუზეუმი უკვე მე-5 წელია ატარებს.
სხვადასხვა სკოლის მოსწავლემ განსხვავებული და ორიგანალური ნაძვის ხეები წარმოადგინეს. მნიშვნელოვანი დეტალი რაც ამ პროგრამას ახასიათებს არის ის, რომ ახალგაზრდები ნაძვის ხეებს არა ხისგან, არამედ მეორადი მასალებისგან მზადდება. პოლიეთილენი, პლასმასი, მაკულატურა - მოსწავლეები ყოველწლიურად ცდილობენ სხვადასხვა მასალისგან დამზადებული დეკორატიული ნაძვის ხეები წარმოადგინონ.
ნამუშევრები როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად იყო შექმნილი.
პროექტში მონაწილე ყველა სკოლასა და მოსწავლეს სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.