×

- ქობულეთის რესურსცენტრის შუამდგომლობით შეხვედრას დაესწრო საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები,

მთავარი / სიახლეები / - ქობულეთის რესურსცენტრის შუამდგომლობით შეხვედრას დაესწრო საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები,

- ქობულეთის რესურსცენტრის შუამდგომლობით შეხვედრას დაესწრო საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები,

2019 წლის 19 სექტემბერს ქობულეთი მასპინძლობდა ფერეიდნელ თანამემამულეებს.
ქობულეთის მუზეუმში მრავალკომპონენტიანი შეხვედრა შედგა.
სტუმრებს მიესალმა და მათი სამშობლოში დაბრუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა ბატონმა მირიან ქათამაძემ.
საღამო კითხვა-პასუხის, ისტორიული წარსულიდან მნიშვნელოვანი მოვლენების გახსენების, აზრთა ურთიერთგაცვლის ფორმატში წარიმართა.
საღამოს დასასრულს ჩვენი დროის გმირებისათვის მოეწყო ტრადიციული ქობულეთური სამზარეულოს ნიმუშების პრეზენტაცია და ეთნო-პერფორმანსი 400 წლის წინათ წინაპრების ყოფის რეკონსტრუქცია.

ისტორიიდან:
- 400 წლის შემდეგ 14 თაობის ფერეიდნელების ცნობიერაბაში შექმნილი წარმოსახვა ცისარტყელას მიღმა არსებული საქართველოს შესახებ რეალური გახდა, მამულიშვილებმა ის გზა - 1400 კმ. რომელიც წინაპრებმა კახეთიდან ფერეიდნამდე ფეხით განვლეს, რამდენიმე დღის წინ 31 დღიანი მოგზაურობის შემდეგ ჩვენი დროის გმირებმა შაჰრამმა, ომიდმა (ამირანი), ისმაილმა და მაჯიდმა (თვითმფრინავით ჩამოსული მეოთხე ძმა საქართველოში შემოუერთდათ) პატივისცემის ნიშნად ფეხით განვლეს.

საგანმანათლებლო - შემეცნებითი კომპონენტი:
- ქობულეთის რესურსცენტრის შუამდგომლობით შეხვედრას დაესწრო საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები, საღამოზე წარმოდგენილი იყო ქობულეთის მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამების საპრეზენტაციო მასალები. შეხვედრის მონაწილეებს მიეცათ საშუალება დაესვათ შეკითხვები უშუალოდ ისტორიული მნიშვნელობის მოგზაურობის მონაწილეებისათვის და მიეღოთ მეტად საინტერესო ინფორმაცია ჩვენი ფერეიდნელი თანამემამულეების მონათხრობიდან