მთავარი / სიახლეები / შეგეწიოთ ყოვლადწმინდა, დიდაჭარა, ხინოწმინდა.
ქობულეთის მუზეუმი მრავალკომპონენტიანი პროგრამით წარსდგა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაქვისწყლის ხეობაში გამართულ ფოლკლორის ფესტივალზე.
ჩვენი რეგიონისათვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული მასალების გამოფენის პარალელურად მიმდინარეობდა მასტერ-კლასი ტრადიციული ქობულეთური დესერტების მომზადებაში.
მოწვეულმა სტუმრებმა, წარმოდგენილი ხეობის მკვიდრებმა და უცხოეთიდან ჩვენს ქალაქში ჩამოსულმა ვიზიტორებმა თავად მიიღეს მონაწილეობა მაჯუნის, აჩმახაჭაპურის, ბურმესა და ღომის მომზადებაში. გაბედული და ინტერესიანი მონაწილეები რომლებიც მასტერ-კლასის სრულ პროცესში გახლდათ ჩართული დაგემოვნების შესაძლებლობა მიეცათ.
ფოტო-მასალა ეკუთვნის თეა ცეცხლაძეს.