×

საბჭოს თავმჯდომარის ბატონ სულიკო ინაიშვილის ურთიერთშეთანხმებით სახალხო დღესასწაული სამომავლოდ მეტი მასშტაბურობითა

მთავარი / სიახლეები / საბჭოს თავმჯდომარის ბატონ სულიკო ინაიშვილის ურთიერთშეთანხმებით სახალხო დღესასწაული სამომავლოდ მეტი მასშტაბურობითა

საბჭოს თავმჯდომარის ბატონ სულიკო ინაიშვილის ურთიერთშეთანხმებით სახალხო დღესასწაული სამომავლოდ მეტი მასშტაბურობითა

შეგვეწიოს ყოვლადწმინდა, დიდაჭარა, ხინოწმინდა.
სახალხო ზეიმი ხინოწმინდაში.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის კინტრიშის ხეობაში სახალხო დღესასწაული "ხინოწმინდობა" გაიმართა.

წარმოდგენილი დღესასწაული ისტორიული ხეობის მკვიდრთა, სხვადასხვა რეგიონებიდა ჩამოსულ მრევლთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით შედგა.

ხინოწმინდის იოვანე ნათლისმცემლის მონასტრსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ხინოწმინდისა და კინტრიშის ხეობის ძირძველი მკვიდრების წინაპართა ფუძეზე სხვადასხვა ხასიათის აქტივობები გაიმართა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ბატონ თორნიკე რიჟვაძის და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის ბატონ მირიან ქათამაძის, ხინოწმინდის მამათა მონასტრის წინამძღოლის იღუმენ ევდემოზის(დიასამიძე) და ხინოწმინდის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარის ბატონ სულიკო ინაიშვილის ურთიერთშეთანხმებით სახალხო დღესასწაული სამომავლოდ მეტი მასშტაბურობითა და რამდენიმე დღეზე გათვლილი ღონისძიებებით იქნება წარმოჩენილი.

სამომავლოდ დაგეგმილია კინტრიშის ხების მკვიდრთა მემკვიდრეობის მუზეუმის მოწყობა, რომელიც ხინოწმინდის მონასტრის და ქობულეთის მუზეუმის ერთობლივი პროექტი იქნება.