მთავარი / სიახლეები / ილია ინაიშვილი წლების განმავლობაში ასწავლიდა გეოგრაფიასა და ბოტანიკას
ილია ინაიშვილი წლების განმავლობაში ასწავლიდა გეოგრაფიასა და ბოტანიკას ქალაქ ქობულეთის მეოთხე საჯარო სკოლაში. ილიას და გახლდათ ცნობილი მასწავლებელი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობით გამორჩეული მოქალაქე ჟუჟუნა (ხურიე) ინაიშვილი. თავად ბატონი ილია სიძე ბრძანდება ექვთიმე ღვთის კაცის თანასოფლელისა და დიდი მასწავლებელის, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელოვანი პროფესორის ალექსანდრე (ალიოშა) გობრონიძის. მიხარია რომ ჩვენი ქვეყნის განვითარების მთავარი ვექტორი განათლებაზე გადის და ამ დიდ ფერხულში ქობულეთის მუნიციპალიტეტი ღირსეულ სიტყვას ამბობს.