×

გილოცავ ჩემო სკოლავ.

Главная / Новости / გილოცავ ჩემო სკოლავ.

გილოცავ ჩემო სკოლავ.

17 სექტემბერი, ჩემი მშობლიური სკოლის პირველკლასელების გარემოცვაში. ერთ-ერთი უძველესი საგანმანათლებლო კერაა კოხის საჯარო სკოლა. 19-ე საუკუნის 70-80-იანი წლებიდან აქ საგანმანათლებლო მისიით ჩემი დიდი წინაპარი მოიწვიეს ტყემაკარავიდან. საბჭოთა წლებში არასრული საშუალო განათლების კერა დაფუძნდა. დღეს კოხის საჯარო სკოლაა (საბაზო). რამდენი უნახავს და გაუგონია ამ კედლებს... რამდენი თაობა აღუზრდია ამ კერას... თითქოს მის ასაკს მიმსგავსებია ჭარმაგი სკოლის ტანი, უჭირს, შორს ხედვა, ისე ვერ უბამდეს ფეხს მის წინ მიმავალს, მაგრამ მხნედაა, არ იმჩნევს, არ გამოხატავს სახალხოდ და საჯაროდ სათქმელ- ნაფიქრალს. ვინ, შენზე უკეთ ჩემო სკოლავ გადმოსცემს წარსულიდან სათუთად მოტანილს იმედად მომავლისათვის. მე "თინას გიმნაზიას" ვეძახდი; ათწლეულები გულმოდგინედ, შეუდარებელი მზრუნველობით ხელმძღვანელობდა ჩვენს სკოლას აწ გარდაცვლილი ქალბატონი თინა ბლადაძე. გამიხარდა, როცა მხნედ და შემართულად, ჩვეული სიყვარულით აგრძელებს მოღვაწეობას მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქალბატონი ნარგიზ ინაიშვილი. დღეს ახალი, ნიჭიერი, სკოლაზე უზომოდ შეყვარებული თაობა აგრძელებს დიდი ისტორიულ კერაზე მოღვაწეობას; ერთ-ერთი ჩემი ბიძაშვილი, 80-90 -იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო კურსდამთავრებულია მათ შორის. მადლობა ჩემო სკოლავ, რომ არსებობ. წელს 10 პირველკლასელი გყავს. გილოცავ!!!