Главная / Новости / საიმედო ტური ქობულეთში
იმედი ქობულეთის არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლების კვალდაკვალ. ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი დაგვა, მდინარე დეხვას მარცხენა შენაკადი "წიაქა" და მამულაძეების მამულში გამოვლენილი ადრეული ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ძეგლი. დაგვას მონუმენტური ძეგლი ბუნებრივ კლდოვან ქანობზეა წარმოდგენილი, სადაც გენიოს წინაპრებს საგულდაგულოდ დაუმუშავებიათ ცალკეული ბაქნები და ფუჭი ქანებისაგან მადნის შემცველი მასის გამოღების წარმოება გაუმართავთ წყლის ენერგიის გამოყენებით. წარმოდგენილ ძეგლზე წყალი და წყლის ენერგიის გამოყენება რომ პრიორიტეტულია თანამედროვე წისქვილების არსებობაც მოწმობს. კლდოვან ბაქნებზე ადრეული ბრინჯაოს ხანის საწარმოო კერები ქობულეთის მუნიციპალიტეტში კიდევ ხუთ სოფელშია გამოვლენილი.