Главная / Новости / ქალაქი ქობულეთი, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია.
ქალაქი ქობულეთი, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია. წარმოდგენილია XIX- XX ს.ს. მიჯნის ნაგებობები. შენობა #2 სავარაუდოდ ბაქო-ბათუმის ნავთობის გადასაქაჩი სადგურის დამხმარე ნაგებობებს უნდა წარმოადგენდეს. ამჟამად აქ ეკომიგრანტები ცხოვრობენ. გასულ საუკუნეში სანიტარულ-ეპიდომოლოგიური სადგური იყო განთავსებული. სავარაუდებელია, რომ აღნიშნული ფუნქციური დატვირთვა იმთავითვე უნდა ჰქონოდა ნაგებობას. შესაძლებელია სხვა დატვირთვისა ყოფილიყო, ნავთობის გადასაქაჩ სადგურთან და ზოგადად ნავთობპროდუქტების მომსახურეობის სერვისთსნ დაკავშირებული დაწესებულებები. შენობებს ძეგლის სტატუსი არ აქვს.