Главная / Новости / საგანმანათლებლო–შემეცნებითი პროგრამის პრეზენტაცია
ახალი საგანმანათლებლო–შემეცნებითი პროგრამის პრეზენტაცია – ქობულეთის მუზეუმში გაიხსნა ახალგაზრდა რეჟისორის ნინელი გოგიტიძის ფილმების კვირეული. მუზეუმის კინო–დოკუმენტალისტიკის დარბაზში ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი „პორტრეტი“ – ფილმი ეძღვნება თეატრისა და კინოს მხატვარს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სადადგმო ნაწილის გამგე, ჩვენს თანამემამულეს, ბატონ იური ხაბაზს. კვირეული საგანმანათლებლო–შემეცნებითი ხასიათისა და ხრციელდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების რესურსცენტრისა და ასოციაცია "ღირსეული სიბერეს" მხარდაჭერით. ფილმზე დასწრება თავისუფალი იყო. კვირეულის გახსნას დაესწრო ფილმის რეჟისორი ქალბატონი ნინელი გოგიტიძე, მთავარი როლის შემსრულებელი იური ხაბაზი, ფილმის დამდგმელი ოპერატორი ერეკლე სიგუა და ფილმზე მომუშავე მხატვრულ–ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები; მუზეუმის საგანმანათლებლო–შემეცნებით პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუმრები დაჯილდოვდნენ საპატიო დიპლომებით. კვირეულის მნიშვნელობაზე და დოკუმენტური ფილმების საგანმანათლებლო–შემეცნებით დანიშნულებაზე ისაუბრეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარემ ქალბატონმა ლია შაქარიშვილმა, განათლების რესურსცენტრის უფროსმა ქალბატონმა მადონა გოგიტიძემ, ასოციაცია "ღირსეული სიბერეს" ბენეფიციარმა, პოეტმა ქალბატონმა ნუნუ ბერიშვილმა; – ფილმის დასასრულს ფილმის სანახავად მოსულ საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცა გასაუბრებოდნენ საპატიო სტუმრებს, ფილმისშექმნისა და ზოგადად დოკუმენტური კინოს მნიშვნელ;ობის შესახებ; სტუმრებმა და მასპინძლებმა გადაიღეს სამახსოფრო სურათები. ორშაბათობით, მუზეუმის კინო–დოკუმენტალისტიკის დარბაზი ხუთი კვირის მანძილზე, 17:00 სთ.–დან ელის დოკუმენტური კინოს მოყვარულებს.