×

Главная / Новости /


ქობულეთის მუზეუმის 2017 წლის დამაგვირგვინებელი საგანმანათლებლო შემეცნებითი პროგრამა "ორიგინალური ნაძვის ხე" საზეიმო ვითარებაში უამრავი საჩუქრებისა და სამახსოვრო დიპლომების გადაცემით დასრულდა.
პროგრამაში ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 40-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.
საპრიზო ფონდის მრავალფეროვნება უზრუნველყო: აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, ასოციაცია "ღირსეული სიბერე"-მ, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირების ქობულეთის ორგანიზაცია, ქალაქ ქობულეთში მოქმედმა კომპანიებმა - "მედეა +", "ფარმადეპო", "იმპექსი", "ავერსი", " PSP", "წითელი A", "სასტუმრო მარგალიტი" და კიდევ უამრავმა ჩვენმა მხარდამჭერმა და თანადგომმა - ნანა კალანდაძემ, მადონა გოგიტიძემ, გელა ლაზიშვილმა, ნატო ინაიშვილმა, ნინო მახარაძემ, ჯემალ ბასილაძემ, გენო კირჩხელმა, ქობულეთის მუზეუმის დამფუძნებლებმა და ღირსეულმა მუშაკებმა - მადონა ბასილაძემ, თამარ გაბინაშვილმა, ავთანდილ რომანაძემ, ნანა ცივაძემ, ნინო მეფარიშვილმა, ნინო მელაძემ, არჩილ შავიშვილმა, ვაჟა ვერულიძემ და რუსლან სურმანიძემ. 
მადლობა აჭარის ა.რ. მთავრობას, აჭარის ა.რ. უმაღლეს საბჭოს, ჩვენს პარტნიორ და მეგობარ სახელმწიფოთა წარმომადგენლებს საქართველოში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას და საკრებულოს.
მადლობა უფალო ყოველივესთვის.
გილოცავთ ახალ წელს!!!