მთავარი / სიახლეები / ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი კვირიკე
ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი კვირიკე, მდინარე კინტრიშის ერთ–ერთი მძლავრი მარცხენა შენაკადის მდ. კინკიშას ასევე მარცხენა შენაკადის მდ. ქობრონას ხეობაში არსებული უძველესი მეტალურგიის კერა. – 2017 წლის არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგები გააცნო პროფესორმა ამირან კახიძემ ჩვენი დროის გამორჩეულ არქეოლოგ–მეცნიერ–მკვლევარებს ბატონ გურამ გრიგოლიასა და ბატონ ვახტანგ ჯაფარიძეს; – ჩვენს ჯგუფში მონაწილეობდა ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მეცნიერ მუშაკი ქალბატონ ნარგიზ სურმანიძე. – სტუმრებმა გულდასმით დაათვალიერეს წარმოდგენილი ძეგლის არეალი და გამოთქვეს მეტად მნიშვნელოვანი და საგულისხმო მოსაზრებები, რომელიც აუცილებლად გაამდიდრებს და გააფართოებს ხედვას ძეგლის არსებითად აღქმისა და ღრმა საფუძვლებით გამყარებული კვლევისათვის..