Home / News / ფოტო–გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია
ღონისძიება გაიხსნა შოთა ძაგნიძის მოგონებების „იალბუზზე ასვლა“ – ნაწილი I პრეზენტაციით; სტუმრებს მიესალმა და ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა შოთა ძაგნიძის ქალიშვილი, დამსახურებული მასწავლებელი მერი ძაგნიძე; შოთა ძაგნიძის ბიოგრაფიაზე ისაუბრა მოგონებების გამოცემის რედაქტორმა, ვანის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წარმომადგენელმა ბატონმა ომარ ძაგნიძემ; თანაქალაქელის მოღვაწეობა გაიხსენა და მისი დამსახურების შესახებ ისაუბრეს: ქობულეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ნარგიზ რომანაძემ, პუბლიცისტმა ნუგზარ ჟორდანიამ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა სამსახურის უფროსმა ქალბატონმა ნათია ნიჟარაძემ; დამსახურებულმა მასწავლებელმა, ქობულეთის საპატიო მოქალაქემ ნინა ჯინჭარაძემ; სტუმრებს მიესალმა და დარბაზში სტუმრად მყოფ ფრანგ სტუმარს მიესალმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ქალბატონი ლია შაქარიშვილი; შოთა ძაგნიძის სპორტული ცხოვრების შესახებ მასალები გააცნო საზოგადოებას სოფ. ქობულეთის საჯარო სკოლის მოსწავლემნ დიანა ინაისვილმა; სტუმრებმა მონო კონფერენციის დასასრულს მუზეუმის კინო–დოკუმენტალისტიკის დარბაზში დიდ ეკრანზე ნახეს გასული საუკუნის 90–იან წწ შემოქმედებითი გაერთიანება ირაოს დოკუმენტურ მასალებზე მომზადებული ფილმი. 16.00 საათზე სტუმრებმა დაათვალიერეს ფოტო–გამოფენა "იალბუზი – 1925". – გამოფენის გახსნა ესწრებოდა და უნიკალურ ფოტო–მასალის მნიშვნელობაზე ისაუბრა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა ბატონმა ლაშა ასლანიშვილმა; – გამოფენილი ფოტო–მასალის მხატვრულ ღირებულებაზე მოსაზრებები გამოთქვა: ბათუმის ნ. ბერძენიშვილის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის მხატვარ–არქიტექტორმა ბატონმა ჯემალ მიქელაძემ და მხატვარმა გია ჩხარტიშვილმა; ღონისძიების დასასრულს გაიმართა ტრადიციული ქობულეთური სარიტუალო ტკბილეულისა და ოჯახში დამზადებული ენდემური ვაზისგან დამზადებული ღვინის დეგუსტაცია.