×

ფოტო–გამოფენა „იალბუზი 1925“ გახსნა

Home / News / ფოტო–გამოფენა „იალბუზი 1925“ გახსნა

ფოტო–გამოფენა „იალბუზი 1925“ გახსნა

– ფოტო–გამოფენა „იალბუზი 1925“ მოიცავს 30 ფოტოსურათს, რომელიც ეკუთვნის სხვადასხვა ავტორებს და ასახავენ ექსპედიციის მნიშვნელოვან მომენტებს. გამოიფინება ასევე შოთა (ალექსანდრე) ძაგნიძის პირად არქივში დაცულ ისტორიული მნიშვნელობის ფოტომასალა, რომელიც სამომავლოდ ქობულეთის მუზეუმის ფონდში დაიდებს ბინას. წარმოდგენილი მასალებიდან აღსანიშნავია აგრეთვე დიდი ნიკო ნიკოლაძის ვაჟიშვილის, ცნობილი მეცნიერის, ექსპედიციის ხელმძღვანელის გიორგი ნიკოლაძის ფოტოშემოქმედებაც. – გამოფენა გაგრძელდება 2017 წლის 18 სექტემბრამდე; – გამოფენის დათვალიერება თავისუფალია.