მთავარი / სიახლეები / სოფელ ქობულეთის ადრენეოლითური ნამოსახლარის ახალი სიცოცხლე
– ქობულეთის მუზეუმის საექსპოზიციო – საგამოფენო – საგანმანათლებლო მიმართულებათა პარალელერად, მესამე წელია აქტიურად ჩართულია ჩვენი კერა სამეცნიერო სექტორის აღორძინების საქმეში. – ჩვენი მუზეუმის დაფუძნებაში უდიდესი მხარდაჭერის შემდეგ, ჩვენი დროის ერთ–ერთმა თვალსაჩინო არქეოლოგმა, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორმა, ფიჭვნარის არქეოლოგიური ექსპედიციების უცვლელმა ხელმძღვანელმა ბატონმა ამირან კახიძემ 56–ე არქეოლოგიური სეზონი დაასრულა დღეს. 2017 წელი გამორჩეულია ქობულეთის წარსულის კვლევის საქმისათვის. ერთდროულად ბატონ ამირან კახიძის ხელმძღვანელობით ჩვენს მუნიციპალიტეტში ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე არქეოლოგიური ექსპედიცია მიმდინარეობდა. (მეექვსე ლოკაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტში პეტრა–ციხისძირია, სადაც ჩვენი დროის ერთ–ერთი უდიდესი სპეციალისტი, არქეოლოგი დავით მინდორაშვილი მუშაობდა). ამ მიმართულებით ერთ–ერთი გამორჩეულია არა მარტო ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის, არამედ ამიერკავკასიის ნეოლითური პერიოდის ძეგლებს შორის სოფელ ქობულეთის ადრენეოლითური ნამოსახლარი, სადაც წარმოებულმა დაზვერვითმა არქეოლოგიურმა სამუშაოებმა, მეტად საინტერსო სახე და აუცილებელი სიცხადე შემოიტანა ძეგლის მნიშვნელობის გაზრდის საქმეში.