Home / News / ახალი საერთაშორისო პროექტები ერთგულ მეგობრებთან
– ლიტვა–საქართველოს დიპლომატიური ურთირთობა ხუთ საუკუნეზე მეტ დროს მოითვლის. ბალტიური ქარვის მძივები ელინისტური პერიოდიდან ამშვენებდა ჩვენს ქალბატონებს. ძმური ხელი ბალტიელმა მეგობრებმა არაერთხელ გამოგვიწოდა. დაივიწყებელია ახალი ათასწლეულის ერთ–ერთი პირველი პროექტი – რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტის მდგრადი სოციალური და კულტურული განვითარებისათვის მომზადდა. – დღეს ერთ–ერთი წარმატებული კერა – ქობულეთის მუზეუმის ესოდენ დამშვენებული ნაგებობა სწოერერ ლიტველი მეგობრების ძალისხმევით იქნა რეაბილიტირებული. – თბილისში მოქმედ ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრთან (დამფუძნებელი და ხელმძღვანელი პროფესორი ვიდას კავალიაუსკასი Vidas Kavaliauskas )ერთობლივი თანამშრომლობის არაერთი წელი გვაქვს – მეტად მნიშვნელოვანი პროექტებით. – 2017 წლის დასასრულს და 2018 წლის დასაწყისში იმედი გვაქვს ჩვენი თანამშრომლობა მეტ სიმაღლეებს მოიცავს. ქობულეთის უძველესი ისტორიისა და კულტურის შესახებ ვილნიუსისა და სხვა ლიტვის კულტურულ სამეცნიერო ცენტრებში მოვახდენთ პრეზენტაციებს.