×

დიდი ზურაბის ნაფეხურების კვალდაკვალ

Главная / Новости / დიდი ზურაბის ნაფეხურების კვალდაკვალ

დიდი ზურაბის ნაფეხურების კვალდაკვალ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის უდიდესი ძალისხმევით უმნიშვნელოვანესად ეროვნულ საქმეს დაედგა გვირგვინი – დაიწყო ზურაბ გორგილაძის სახლ–მუზეუმის მოსაწყობად წინამოსამზადებელი სამუშაოები. – ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ბატონ ასლან ქათამაძესთან და პოეტის მეუღლის, ზურაბ გორგილაძის შემოქმედებითი მემკვიდრეობის ჭეშმარიტი მემატიანისა და მცველის, ქალბატონ ლეილა დავითაძიესთან ერთად მუზეუმის თემატურ–საექსპოზიციო გეგმასა და სამშენებლო დავალების მომზადებაზე გახლდით. – შეუდარებლად დიდებული მუზეუმი გამოვა, სულმნათი პოეტის სულის საცხონებლად მის ნაკვეთში ქობულეთში საუკუნეების მანძილზე ვაი–ვაგლახად შემონახული ვაზის სადემონსტრაციო ნაკვეთიც მოეწყობა. - უდიდესი ძალისხმევა მიუძღვის თითოეულ ჩვენს თანამემამულეს!!! მრავალი წელია ყოველი მაისის თვე სახალხო დღესასწაულ "ზურაბობით" მშვენდება, უახლოეს დროში ამ სახალხო ზეიმს თავად პოეტის სახლ–მუზეუმი და კარ–მიდამო უმასპინძლებს!!!! – პოეტის ანდერძი და სურვილები შთამომავლობისათვის უმწიკვლოდ უნდა შევასრულოთ.