×

ახალი ძეგლების კვალდაკვალ კინკიშას ხეობაში.

მთავარი / სიახლეები / ახალი ძეგლების კვალდაკვალ კინკიშას ხეობაში.

ახალი ძეგლების კვალდაკვალ კინკიშას ხეობაში.

მდინარე კინტრიშის ერთ–ერთი დიდი, მარცხენა შენაკადი, – წყალუხვობითა და თვალწამრტაცის ბუნებით გამორჩეული, – მდ. კინკიშას ხეობა მდიდარია მატერიალური კულტურის ძეგლებით. უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში, ქობულეთის მუზეუმის თანამშრომლები აქტიურად ჩართულია ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დაზვერვით ექსპედიციებში, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის უძველესი წარსულიდან ახალი მასალების მოძიებას ემსახურება. – ექსპედიციის ჯგუფი შედგებოდა ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის თანამშრომლების – მეცნიერ–მუშაკი მალხაზ ნაგერვაძე, მხატვარ–არქიტექტორი გიორგი დუმბაძე, სამეურნეო ნაწილის გამგე ალექსანდრე აბულაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ექსპედიციის ფარგლებში სტუმრად მყოფი, ბსუ–ს ნ. ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ–მუშაკი უჩა ოქროპირიძე, ქობულეთ–ფიჭვნარის არქეოლოგიური ექსპედიციის მონაწილე გია ჩხარტიშვილი და ქობულეთის მუზეუმის წარმომადგენლები