Home / News / ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია ქობულეთის არქივში.
ქობულეთის არქივი, მისი ხელმძღვანელის, შესანიშნავი მამულიშვილის ნოდარი ზაქარიაძის თაოსნობით მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მდგრადი სოციალური და კულტურული განვითარების საქმეში. – სამეცნიერო კონფერენცია მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ესწრებოდა საჯარო სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები რომლებმაც საინტერესო თემები წაიკითხეს და შესანიშნავი ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს. მრავალმხრივ ტევადი იყო ქობულეთის არქივის მუშაკის, ქალბატონ მზია კეკეიშვილის მოხსენება, მან იმ მნიშვნელოვან მომენტებს შეეხო, რომელიც ილიას ერთიანობისა და თავისუფლების ფენომენალურ პლათფორმას გამოხატავს. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტში ექსპედიციის ფარგლებში მყოფმა, ბსუ–ს ნ. ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ–მუშაკმა, ბატონმა უჩა ოქროპირიძემ. – ბატონი უჩა არის ამჟამად ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ექსპედიციის წევრი, იგი ამავდროულად ქობულეთის მუნიციპალიტეტის ისტორიაზე მუშაობს. ღონისძიების დასასრულს წმინდა ილია მართალის ცხოვრებიდან და მოღვაწეობიდან რამდენიმე საინტერესო ფურცელი გაიხსენა დეკანოზმა მიქაელმა (სოლომონიძე). – კონფერენციაზე მიწვეული იყო ქობულეთის მუზეუმის თანამშრომლები (ა. რომანაძე, რ. ტაკიძე).