×

დიდვაკეს ვრცელი და თვალუწვდენელი სანახები

მთავარი / სიახლეები / დიდვაკეს ვრცელი და თვალუწვდენელი სანახები

დიდვაკეს ვრცელი და თვალუწვდენელი სანახები

ოდესღაც ხალხმრავალი, კომლმრავალი, პურმრავალი დასახლება. ახლა, ახლა, სულ რამდენიმე, ერთი ხელის თიტებზე ჩამოსათვლელი მკვიდრი მოსახე შემორჩენილა ამ სამოთხეს. გული დაგვწყდა ხეობის და სოფლის ერთ–ერთი დიდი მოამაგე ყედიმ ათაბაძე რომ არ დაგვხდა; აქვეა განსვენებული ხასან ჯაბნიძის კარმიდამი, ეტყობა კარგახანია არ ამოსულა შთამომავლობა, – ქობულეთის მუზეუმს, პირველი ეთნოლოგიური მასალები ხასან ჯაბნძის შვილიშვილმა ბესო ჯაფარიძემ გადმოსცა (ბადისი ქალიშვილისაგან). შორია ახლოს ქარცივაძეებსაც ვხედავდი ადრე, ხინოწმინდისკენ, უფრო დაბლა გეგიძის ქალბატონი ცხობრობს, ის სრული 12 თვით ბინადარია მთის. პირველი მოსაუბრე–მასპინძელი ამირან ანთაძე გახლდათ. მოვიკითხეთ ერთმანეთის, ბარის ჩვენ, მთის მან გვიამბო, არემარე ერთად შევათვალიერეთ, მოხუცს გაუძნელდა დიდვაკის წმინდა გიორგის სალოცავის (ნასაყდრალი ბორცვის გამორჩევა), თუმცა მდ. კინტრიშის მარჯვენა სანაპიროზე ოდესღაც ერთ–ერთი მძლავრად განვითარებული ნასოფლარი, და მასზე ამაყად, მცველად წამომდგარი მთა, სადაც ფიჩხის გამოტანაც რომ ცოდვად ითვლება ნატაძრალის არსებობაზე უნდა მიგვანიშნებდეს. ჩვემი მთხრობელის გადმოცემით, ალაგ–ალაგ დამუშავებული ქვების გროვა იმნასახლარ–ნაფუძარზე უნდა მიუთითებდეს ოდესღაც ამ სოფლის წარმმართველ ძალას რომ შეადგენდნე: მიქელაძეები, რომანაძეები, რაც გაიხსენა და ვერ გაიხსენა მოხუცმა... ისტორიკოსი უჩა ოქროპირიძე მიიჩნევს, რომ ფეოდალური საქართველოს სოფლებში ტაძრები (საყდრები – სახტრები – ქობულეთში ასე ეძახიან ნაეკლესიარ ადგილებს) სოფლის მომაღლებულ ადგილებს იჭერდა და მცველად გადმოჰყურებდა მისი მიწის ბინადართ. ჩვენი მთხრობელი მდ. კინტრიშის მარცხენა შენაკადს ქარაფ ღელედ გვისახელებს, მანძილი ჩვენგან იმდენად დიდია ღელემდე ფოტო–ობიექტივიც რთულად აფიქსირებს მას და მიმდებარე რელიეფს. ჯემალ მიქელაძე (ეთნოლოგ–არქიტექტორი) და უჩა ოქროპირიძე (ისტორიკოსი) დაინტერესდა მეურნეობის მოწყობის, საცხოვრებელი სახლის დაგეგმარების, დამხმარე სამეურნეო ნაგეგობების, არსებული საკარმიდამო ნაკვეთის გადანაწილების და სხვ. საკითხებით.