მთავარი / სიახლეები / ხინოწმინდას აღორძინება დაიწყო
ბერიძეების ოჯახი – კულტურული ტურიზმის ხელშეწყობის პროგრამის მონაწილე, მივიწყებული სამეურნეო დარგების აღორძინების პროცესში მოვინახულეთ. წარმოდგენილი მამული ზღვის დონიდან 990–1000 მ. მდებარეობს (მუზეუმის ჯპრ ცდომილება მეტ არ უნდა შეადგენდეს). ახალი სიტყვა კულტურული ტურიზმის განვითარებაში, ათ ადგილიანი საოჯახო სასტუმრო, თვალწამრტაცი ბუნების წიაღში ნატურალურ პროდუქტებზე მომზადებულ მთისთვის დამახასიათებელი სამზარეულოთი უმასპინძლდება სტუმრებს. დაგეგმილია ვიზიტორი მამაკაცებისათვის ხითხუროს სასწავლო, ხოლო ვიზიტორი ქალბატონებისათვის რთვა–ქსოვის კურსების გავლა; სტუმრები თავად მოამზადებენ: მამაკაცები სასოფლო–სამეურნეო ჭურჭელს – გიდელი, გოდორი, კალათები და სხვ. ქალბატონები ფერად წინდებსა და სხვადასხვა აქსესუარებს. ახალი საქმე ძალას იკრებს. წინაპრების გაკვალული გზა მყარი და იმედიანია: ხარობს ხეხილი, განსაკუთრებულად გამოვარჩიეთ მსხლის უძველესი სახეობები: მსხალთაფლა, მსხალშავა, მწარე მსხალი, გონევრა, ხეჭეჭური. მემინდვრეობა დიდებულ ფაზაში დაგვხდა, ღჯები დაუფარავთ: პაპუნა ლობიოს, სიმნიდის ლობიოს, ქედის საადრეოს, ყანის ლობიოს, ბეჩალობიოს და სხვ. ჩვენი აღფრთოვანება გამოიწვია ეზო–კარიდან 500–600 მეტრში დაკრეფილმა ტყის ნიორის ფოთლების მწნილმა (უჩა ოქროპირიძის გადმოცემით ქართლში სვინტრს ეზახიან, მერაბ ტაკიძის გადმოცემით სვანეთში კი ლანძილი ჰქვია). საინტერესო ცნობები შევაგროვეთ მდინარე კინტრიშის შენაკეადების შესახებ – ჩვენგან გაღმით (მერაბ ბერიძის სახლიდან) კინტრიშის მარცხენა შენაკადი ფუტურო ღელე ჩამოედინება. ექსპედიციის ჯგუფი შედგებოდა: ჯემალ მიქელაძე (ეთნოლოგ–არქიტექტორი), უჩა ოქროპირიძე (ისტორიკოსი), რეზო ტაკიძე (ქობულეთის მუზეუმი), მერაბ ტაკიძე (ჭახათის საჯარო სკოლი ისტორიის მასწავლებელი), ბესო ოქროპირიძე (ჭახათის მკვიდრი).