Главная / Новости / ხინოწმინდა გულის გული საქართველოსი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი ატარებს კომპლექსურ ექსპედიციას ქობულეთის მუნიციპალიტეტში. მიმდინარე წლის ივლისის თვეშ ექსპედიცია "ქობულეთის მუნიციპალიტეტის ისტორიის" დასაწერად ხინოწმინდაში იმოგზაურა მასალების შესაგროვებლად. ექსპედიციის ჯგუფი შედგებოდა: ჯემალ მიქელაძე (ეთნოლოგ–არქიტექტორი), უჩა ოქროპირიძე (ისტორიკოსი), რეზო ტაკიძე (ქობულეთის მუზეუმი), მერაბ ტაკიძე (ჭახათის საჯარო სკოლი ისტორიის მასწავლებელი), ბესო ოქროპირიძე (ჭახათის მკვიდრი). ექსპედიცია შედგება: როინ მალაყმაძე (ექსპედიციის ხელ–ლი), ჯემალ მიქელაძე (ეთნოლოგ–არქიტექტორი), ჯემალ ვარშალომიძე (ექსპედიციის ხელ–ლის მოადგილე), უჩა ოქროპირიძე (ისტორიკოსი), ნაილა ჩელებაძე (ეთნოლოგი), თამილა ლომთათიძე (ეთნოლოგი), ციალა ნარაკიძე (ლინგვისტი), ნაილე მიქელაძე და ნარგიზ ახვლედიანი (ფოლკლორი), მაია ჭიჭილეიშვილი (ხელოვნებათმცოდნე).