×

ექსპედიცია ჩაქვისთავში

Главная / Новости / ექსპედიცია ჩაქვისთავში

ექსპედიცია ჩაქვისთავში

ბსუ–ს ნ. ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ექსპედიციის წევრებმა მდინარე ჩაქვისწყლისს ხეობის ისტორიულ–არქიტექტურული ძეგლები და სოფელი ჩაქვისთავი მოინახულა. – ექსპედიციის ჯგუფის წევრები ძალიან დააინტერესა წარმოდგენილ სოფელში მე–19 საუკუნის 80–იან წწ აშენებულმა საცხოვრებელმა სახლმა და მისმა კონსტრუქციამ (მფლობელი ამირან – ხასო გორჯელაძე). სახლის დაგეგმარების შესახებ, ექსპედიციის წევრმა, ეთნოლოგ–არქიტექტორმა ჯემალ მიქელაძემ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა სახლის შიდა ინტერიერში არსებული აბანოს უნიკალურობაზე, რომლის მსგავსი მხოლოდ სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს აჭარა–ქობულეთის ზონაშია დაფიქსირებული. – მასპინძელმა ამირან გორჯელაძემ აღნიშნა ჩაქვისთავისა და ქედის მუნიციპალიტეტის სოფლების ახლო კულტურული და ეკონომიკური კავშირების შესახებ. ექსპედიციის წევრის, ისტორიის დოქტორის უჩა ოქროპირიძისათვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა, რომ ამ სახლის აშენებისას მისთვის საჭირო მასალა გადმოუტანით ხინო ღელეს გავლით კინტრიშის ხეობის სოფელ ზერაბოსელიდან, ოჯახის მოყვარე ჯინჭარაძეების მამულიდან. – ექსპედიციას ქონდა მეტად საინტერესო დასასრული, რაც იმაში გამოიხატა, რომ ჩაქვისწყლის ხეობის, სოფელ ხალას მკვიდრი, სამთო–ტურიზმის დამსახურებული სპეციალისტი თამაზ შამილიშვილი, მის წევრებს დახვდა რეინჯერთა პირველ ბაზაზე. ექსპედიციის წევრებმა მისგან მიიღეს მეტად ფასეული ინფორმაცია მდინარე ჩაქვისწყლისა და მისი შენაკადების და ზოგადად ამ ისტორიული ხეობის ტოპონიმების შესახებ. მანვე მოუთხრო ამ რეგიონში გავრცელებული პოპულარული ლეგენდა–გადმოცემები; მასთან ერთად ექსპედიციის წევრებმა დაგეგმეს რამდენიმე პერსპექტიული, ამ დრომდე ნაკლებად ცნობილი, ობიექტის მონახულება და შესწავლა.