მთავარი / სიახლეები / ექსპედიცია დაგვაში
ბსუ–ს ნ. ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ექსპედიციის წევრებმა მდინარე დეხვას ხეობის ისტორიულ–არქიტექტურული ძეგლები და სოფელი დაგვა მოინახულა. – განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელის სოფელ დაგვაში, ქალბატონ ნარგიზ ბერიძის გულითადი მასპინძლობა; რომელმაც სტუმრებს ღრმა ისტორიული წარსულისადმი ზრუნვის შესანიშნავი მაგალითი აჩვენა. – ერთი დღით, ბსუ–ს ნ. ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ექსპედიციის მუშაობაში სტუმარი დმანისის მუნიციპალიტეტიდან, ქალბატონი ეკატერინე ოქრიაშვილიც ჩაერთო. ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ბსუ–ს ნ. ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ექსპედიციის წევრებმა მდინარე დეხვას ხეობასა და სოფელ დაგვაში დაცული ლეგენდები ტოპონიმები ჩაიწერა. - გულისტკივილით აღინიშნა დაგვას უნიკალური კულტურის სახლის არსებული მდგომარეობა. საბჭოური არქიტექტურული შედევრი კომპლექსის სახითაა წარმოდგენილი და მას ანალოგი ქობულეთის მუნიციპალიტეტში არ ეძებნება. გამოითქვა მოსაზრება აღნიშნული არქიტექტურული ძეგლის სასწრაფო რესტავრაციის შესახებ. – გასული საუკუნის 10–იან წწ ბერძნული თემის მიერ აგებული ღვთისმშობლის მიძინების სახელობის გუმბათოვანი ეკლესია და მისი შემოგარენი. წარმოდგენილი ეკლესია მოგვიანებით, 90–იან წწ მოიხატა კიდეც, რომელიც საინტერესო არქიტექტურულ ანსამბლს წარმოადგენს. ექსპედიციის წევრებისათვის სევდიანი იყო პოსტსაბჭოთა პერიოდის, ქობულეთიდან პირველი სასულიერო პირის მამა იოსების საფლავის მონახულება.