Главная / Новости / კოლხური და ბერძნული ცივილიზაციების საკონტაქტო ზონა
ქობულეთ–ფიჭვნარში მიმდინარე არქეოლოგიური ექსპედიცია მოინახულა ბსუ–ს ნ. ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ–მუშაკმა, მრავალი სამეცნიერო წიგნის ავტორმა, ბატონმა უჩა ოქროპირიძემ. – ბატონი უჩა არის ამჟამად ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ბსუ–ს ნ. ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ექსპედიციის წევრი; იგი ამავდროულად ქობულეთის მუნიციპალიტეტის ისტორიაზე მუშაობს. – სტუმარს ქობულეთ–ფიჭვნარის მნიშვნელობაზე ესაუბრა ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი, მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი, პროფესორი ამირან კახიძე. – ძვ.წ. IV ს. კოლხური სამაროვნების, ბერძნული და კულხური თემების დაახლოების, ტრადიციული წეს–ჩვეულებების გაზიარების ირგვლივ სტუმარს ესაუბრა მიმდინარე ექსპედიციის წარმოდგენილი უბნის რაზმის უფროსი, ისტორიის აკადემიური დოქტორი, ქალბატონი მირანდა თურმანიძე.